კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 19 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 64.

საქართველოში პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა საავადმყოფო გუშინ დატოვა.

Comments

comments