რაგბში საქართველო VS რუსეთის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება

რაგბში საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისში 14 მარტს გასამართი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის ფედერაცია ავრცელებს.

“ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.

ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.

კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის”, – ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.

Comments

comments