კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეებისთვის ბინების აშენება დღეიდან იწყება

დღეიდან კომპანია „სვეტის“ შეჩერებულ ობიექტებზე „m2 ჯგუფი“ მშენებლობას იწყებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, თავდაპირველად სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება მირცხულავას ქუჩაზე, რასაც ეტაპობრივად მოჰყვება „სვეტის“ დანარჩენ ობიექტები და სამ წელიწადში 2500-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ ბინას მიიღებს.
ეს განცხადება დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

“ვულოცავ ამ ადამიანებს, რომელთა რამდენიმეწლიანი ფუჭი მოლოდინი რეალურმა საქმემ სრულიად შეცვალა და ჯგუფი „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტზე (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22) სამუშაოები იწყება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება „m2 ჯგუფის“ მიერ, ხოლო ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2 ჯგუფის“ სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Comments

comments