„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გიორგი მარგველაშვილი მივიდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიდივდა. ის ოფისში მიმდინარე ოპოზიციის სხდომას შეუერთდა.

„მინდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ქართული დემოკრატიის ძალიან დიდი ხნის ნანატრ გზაში, რათა ბოლოს და ბოლოს არჩევნები იყოს შეჯიბრება პოლიტიკოსებს შორის და არა ხმების მოპარვა, მადლობა ვუთხრა და მივულოცო“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან არ უპასუხა შეკითხვას, რა გეგმები აქვს თავად 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით.

ოპოზიცია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავს

ოპოზიცია და ხელისუფლება 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. ამის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ შეთანხმება უახლოეს მომავალში, 20 ივნისის შემდეგ დაკავებული ყველა „პოლიტიკური პატიმრის“, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლებას ითვალისწინებს. მართველი გუნდის წევრები კი აღნიშნულთან დაკავშირებით რამე შეთანხმების არსებობას უარყოფენ.

Comments

comments