კასპის მერი გადადგა

კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ კასპის მერიაში ადასტურებენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, მერებაშვილმა თანამდებობა დღეს, პირადი გნაცხადების საფუძველზე დატოვა, გადაწყვეტილების მიზეზი კი თანამშრომლებისთვის უცნობია.

კასპის მერიაში ამბობენ, რომ მერებაშვილმა დღეს დაახლოებით 11 საათისთვის მერიის თანამშრომლები დაიბარა, მათ გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

მერებაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს.

Comments

comments