აშშ-ში საქართველოს ელჩი თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაიბარა

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ დაიბარა. ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით “ტაბულამ” გაავრცელა.გამოცემის ცნობით, დავით ბაქრაძე ადმინისტრაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევამდეა დაბარებული.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან.
პროპორციული არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი შეადგენს 1%-ს. ჩამკეტი მექანიზმი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ პროპორციულ არჩევნებში ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიიღოს მთლიანი საპარლამენტო მანდატების უმრავლესობა.

Comments

comments