საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს. ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„რეალურად, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რისკები მაინც რჩება. სრულად რომ დავიცვათ თავი, მაშინ ფრენები სრულად უნდა ავკრძალოთ ყველა მიმართულებიდან, ასეთ შემთხვევაში ძვირი ფასის გადახდა მოგვიწევს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის კაცია.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანმრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

Comments

comments