რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ ბერშუეთიდან ახალგაზრდა ქალი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, სადაც განმარტავენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.

,,ვადასტურებთ უკანონო დაკავების ფაქტს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად” – განაცხადეს სუს-ში

Comments

comments