”მეთხე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – კორონა ვირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც მეოთხეა, ვისაც კორონავირუსი დაუდგინდა, შედარებით „უფრო მძიმეა“.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით – 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, პაციენტი 44 წლის, საქართველოს მოქალაქეა, რომელიც სამშობლოში კვირას ჩამოვიდა, რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი გუშინ მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

Comments

comments