საქართველომ „Freedom House“-ის რეიტინგში “თავისუფლება მსოფლიოში 2020″ პოზიცია ორი საფეხურით გაიუარესა. ქვეყანას 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული, მაშინ, როცა 2019 წელს 63 ჰქონდა.
როგორც ორგანიზაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული რეიტინგებიდან ირკვევა, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორისაა.
„Freedom House“ სახელმწიფოების თავისუფლებას ორი კრიტერიუმით აფასებს: პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს – 60. საქართველომ აღნიშნულ კრიტერიუმებში 24 და 37 ქულა მიიღო, რაც ჯამში 61 ქულა გამოვიდა.
ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში თავისუფლების კუთხით არსებული ვითარებაც არის შეფასებული. დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში ამ მხრივ მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით, გაუარესებულია და მას რეიტინგში 40 ქულა აქვს, 2019 წლის 41 ქულის ნაცვლად. რაც შეეხება ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონს, მას რეიტინგში 10 ქულა აქვს და მითითებულია, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება.
ანგარიშში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმოხილვა ცალკეა გამოყოფილი და აღნიშნულია, რომ საუბარია „ტერიტორიებზე, რომლებიც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ”.