„დელტას“ წარმოებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ექსპორტზე სამხრეთ ამერიკაში გადის

სამხრეთ ამერიკაში „დელტას“ მიერ წარმოებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაცია უჩა ძოძუაშვილმა გაავრცელა, რომელმაც დღეს facebook-ზე დაწერა, რომ „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა.

„წარმატებები, რომლებსაც „დელტამ“ მიაღწია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი და ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიამაყის საგანიც არაერთხელ გამხდარა, მაგალითად, წარმატებით განხორციელებული ქართული ჯავშანმანქანების ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნებში, „დიდგორი მეომარის“ ჰოლივუდის ფილმ fast and furious 9-ში გადაღება, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ექსპორტი სამხრეთ ამერიკაში. საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჯავშანჟილეტებითა და ჯავშანჩაფხუტებით აღჭურვა, ქართული საბანკო სექტორისთვის საინკასაციო დანიშნულების ჯავშანმანქანების მიწოდება და სხვა. იმედი მაქვს, ჩემი პირადი პროექტებიც ასეთივე ინტერესისა და სიამაყის საგანი გახდება“, – აცხადებს ძოძოუაშვილი.

Comments

comments