გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებზე ჟურნალისტებს – დაელოდეთ გაზაფხულს

დაელოდეთ გაზაფხულს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებითჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერს მეტი კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. კერძოდ კი, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა შეცვალოს.

Comments

comments