ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა იწყება!

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 5 522 185 ლარს შეადგენს.

პროექტი ითვალისწინებს ონის ახალ ორსართულიან მუზეუმში საკონფერენციო დარბაზის, ფონდსაცავის, ბიბლიოთეკის, მედიათეკის და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას.

შენობა იქნება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

Comments

comments