“ხელფასს ბოიკოტის გამოცხადებასა და პარლამენტში ნიღბებით სირბილში იღებენ”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს ყოველთვის აქვთ ბოიკოტის საბაბი და ხელფასს ბოიკოტის რეჟიმში იღებენ.

„ოპოზიციას აქვს თავისი პასუხისმგებლობა. სხვათა შორის, საკანონმდებლო ორგანოში ისინი წარმოადგენენ ასევე ხელისუფლებას. ხელისუფლების განაწილების პრინციპში მათი როლიც არის შესაბამისი. მათ უნდა გააკეთონ თავისი საქმე. ისინი ჩვენთან ერთად წარმოადგენენ საკანონმდებლო ორგანოს. ხელფასს იმაში იღებენ, რომ ბოიკოტს აცხადებენ და ნიღბებით დარბიან პარლამენტში და უხერხულ სიტუაციას ქმნიან, ეს მათი არჩევანია“,- განაცხადა მდინარაძემ.

Comments

comments