ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პარლამენტში კენჭს დისკუსიის გარეშე უყრიან

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭს დისკუსიის გარეშე უყრიან. გენერალური პროკურორის პირდაპირ კენჭისყრით არჩევის საკითხი ბიუროს სხდომაზე დღეს, 18 თებერვალს უირიდიული კომიტეტის თავმჯომარემ, ანრი ოხანაშვილმა დააყენა, რასაც უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

როგორც ოხანაშვილმა განმარტა, გუშინ ირაკლი შოთაძეს 7 საათის განმავლობაში უსმენდნენ და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მისთვის შეკითხვები დაესვა. ამიტომ, მისი თქმით, აღარ არის “მიზანშეწონილი”, რომ საკითხი მხოლოდ პოლიტიკურ თემად აქციონ.

“უირიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის არჩევის კიდევ ერთი მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა წარიმართა, რეგლამენტის სრული დაცვით იყო კენჭისყრა, შესაბამისად, ვინაიდან იყო ასეთი დეტალური განხილვა, მე ბიუროს ვთხოვდი, რომ ეს საკითხი პლანარული სხდომაზე მხოლოდ კენჭისყრაზე დავაყენოთ”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

Comments

comments