არჩილ თალაკვაძის ანგარიში გრძელი სადღეგრძელო იქნება

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წარმომადგენელი ლევან გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენას არ დაესწრება.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა პარლამენტი ჩვეულებრივი დაბალი ხარისხის ორგანიზაციად აქცია.

“არჩილ თალაკვაძის გამოსვლა ვფიქრობ იქნება სადღეგრძელო, თან ცოტა გრძელი. სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძემ დაიწყო და ბატონმა არჩილმა გააგრძელა პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის ჩამოშლა. პარლამენტი არის ფორმალური ინსტიტუცია, ერთმანეთს ამხნევებენ, ერთმანეთს შეუძახებენ ხოლმე აი “მაგარს ვაკეთებთ”. ჩვეულებრივი დაბალი ხარისხის ორგანიზაციად აქციეს, რომელსაც ფასი არ აქვს იმიტომ, რომ პარლამენტის უმოქმედობიდან მოდის ყველანაირი პრობლემა, რაც არის ამ ქვეყანაში. ეს არის კორუფცია, დემოკრატიის შემცირება, ვერტიკალში ჩასმული სასამართლო”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს.

Comments

comments