ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი მისია საქართველოში ჩამოვა

გიგი უგულავას სასამართლოს დასრულებასა და გამოტანილ განაჩენს უამრავი სპეკუალცია, განცხადებები, გაუგობრება, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა

მისი თქმით, სტრასბურგში კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ გამართეს ინტენსიური კონსულტაციები ევროპარლამენტარებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტართა შემადგენლობით მრავალპარტიული ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივი-პოლიტიკური ასპექტით განიხილავს შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა.

„ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი, მოლოდ მას მერე რაც გაკეთდება კომპეტენტური დასკვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას”- განაცხადა ვოლსკიმ.

Comments

comments