ბექა ნაცვლიშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აანონსებს.

„გპირდებით, რომ ძალიან მალე  იქნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს. იბრძოლებს იმ პოლიტიკისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი.

„შეიძლება მოხდეს გაერთანება საღი და ამ ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანების, რომელთაც ექნებათ ერთი ხედვა, ერთი პლათფორმა, რომლის საფუძველზეც შეთავაზებული იქნება საზოგადოებისათვის ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის და სტაბილურობის გზა, თორემ ასეთ ვითარებაში არჩევნები ვერ ჩატარდება“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, ყველა პოლიტიკური ძალის მიზანი უნდა იყოს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდად მივიდნენ.

ბექა ნაცვლიშვილი არ ფიქრობს, რომ 4 აპრილს ოპოზიციის მიერ დაანონსებული მასშტაბური აქცია რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გახდება.

Comments

comments