რა ქონებას ფლობს უმრავლესობის დეპუტატი,რომელსაც ბავშვების შიმშილის არ სჯერა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პროტეჟემ, რევაზ არველაძემ თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენო.

„საქართველოში ბავშვები საერთოდ არ შიმშილობენ. მე ვერ ვიჯერებ მაგ ამბავს“, – ეს კომენტარი რევაზ არველაძემ გაკეთა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული 4 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.

მშიერ ბავშვებსა და გაუსაძლის ყოფაში მყოფ ოჯახებს რომ ვერ ხედავენ ხალხის რჩეული კანონმდებლები, ეს ახალი ამბავი არაა ქართული პოლიტიკისთვის.  სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების უმეტესობა „ძალიან ახლომხედველია“, როგორც პოლიტიკურად, ისე ზოგადად.

თუმცა, დეპუტატ არველაძეს, როგორც ეტყობა, გაეროს დასკვნის შესახებაც არაფერი სმენია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მონაცემებითაც, საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს.

დეკლარაციაში წერია, რომ  რევაზ არველაძე და მისი მეუღლესოლიდური ქონების მფლობელები არიანკერძოდმის მეუღლეს,  მარინა ხომერიკს 2018 წელსთბილისის ერთერთ ცენტრალურ უბანში ორი ბინა შეუძენიაიგი ნინოშვილის ,#51-ში ფლობს 79,1 კვ.და 41,9 კვ.ფართის ბინებს.

თავად არველაძეს 2016 წელს ვაკეში შეუძენია ბინარომლის საერთო ფართი 145,92 კვ..-ია  და დეკლარაციაშივეა მითითებულირომ მისი საბაზრო ღირებულება  270  ათასი დოლარიაარველაძეაღნიშნული ქონების 50 %-ის მფლობელია და წილს საკუთარ შვილთან ინაწილებს.

Comments

comments