პიკეტირება მიუღებელია, ამას კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

თბილისის მერი კახა კალაძე საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის გეგმას გამოეხმაურა.

კალაძის განმარტებით, პარლამენტის პიკეტირებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“პიკეტირება მიუღებელია, ამას მოჰყვება კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიცია პარლამენტის შენობის პიკეტირებას ხვალ გეგმავს. სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკური პარტიების და მათი მხარდამჭერების ისევ გააქტიურება, საგაზაფხულო სესიის გახსნას უკავშირდება.

Comments

comments