ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ახალი რეიტინგი და 4 ქართველი სიის სათავეში

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია მსოფლიო რეიტინგის ლიდერია ერთ-ერთ წონით კატეგორიაში. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა.

ნუგზარ წურწუმია, 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია.

განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს პირველი ნომერი, 60 ქულით გახდა 82 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძეც.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 61 კგ წონით კატეგორიაში, 60 ქულით მსოფლიო რეიტინგს სათავეშია ბექა ლომთაძე.

რაც შეეხება 125 კგ წონით კატეგორიას, აქ სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, გენო პეტრიაშვილი ლიდერობს, რომელსაც 60 ქულა აქვს.

Comments

comments