პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

კახა კალაძე ამბობს, რომ მერია პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სწორედ ამას უკავშირდება შენობის წინ მდებარე ტერიტორიის მწავვენ ღობით შემოფარგვლა.

„მინდა ასევე ჩემს მოადგილეს დავავალო 9 აპრილის მემორიალის მოწესრიგებაც, რადგან ჩვენ დავიწყეთ ეს სამუშაოები. პროექტი ჩვენ გასული წლის მაისსა თუ ივნისში შევიძინეთ და დღეს უშუალოდ სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. ყველანაირად იქნება მოწესრიგებული იქ არსებული მდგომარეობა,“ – ამბობს კალაძე.

თბილისის მერი დასძენს, რომ პარლამენტის წინ მათ შორის, შეიცვლება ფილები, მოწესრიგდება შადრევნები, მოწესრიგდება გამწვანება და ა.შ.

Comments

comments