თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს

თბილისის მერია გაფანტული სკლეროზის მკურნალობას დააფინანსებს. აღნიშნულის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხომდაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2020 წლის მარტიდან დაიწყება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე ადამიანების მკურნალობა წლის განმავლობაში დაახლოებით 24 ათასი ლარი არის საჭირო.

პროგრამაში მონაწილე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მკურნალობა 100 პროცენტით დაფინანსდება, ხოლო ამ სტატუსის არმქონე ადამიანებს მკურნალობა 80%-ით დაუფინანსდებათ.

Comments

comments