ბათუმელი უსახლკარო ძაღლით ამერიკული მედიებიც დაინტერესდნენ

ბათუმელმა ბექა ცინაძემ ცოტა ხნის წინ უსახლკარო ძაღლის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ბავშვებს ზებრაზე გადასვლის დროს ეხმარებოდა. ვიდეო, რომელშიც ყურადღებიანი ცუგა წესებისდამრღვევ მძღოლებს ყეფით მისდევს, შემდეგ კი ბავშვებთან ბრუნდება, ფეისბუქს ვირუსულად მოედო.

ბათუმელი ძაღლის მზრუნველობის ამბავმა ოკეანეების გადაღმაც ჩააღწია და კეთილ შავყურაზე უკვე ამერიკული მედიაც წერს. მისი ვიდეო ფეისბუქზე ისეთმა მედია გამოცემებმა გამოაქვეყნეს, როგორიცაა ABC News, CBS News და USA Today.

გიჩვენებთ, რას წერს ამერიკული მედია ქართველ ცუგაზე და როგორ ეხმაურებიან მის თავდადებას უცხოელი მკითხველები:

1. ABC News

აღმოსავლეთ ევროპაში ძალიან ყურადღებიანი უსახლკარო ცუგა ინტერნეტის სენსაცია გახდა, მას შემდეგ რაც ის სკოლის მოსწავლეებს გადატვირთულ ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში დაეხმარა.

ვიდეოს ათასობით ნახვა აქვს, მკითხველები კი გონიერი ცხოველის მზრუნველობას აღტაცებით ეხმაურებიან:

“რა საყვარელია!!! ყეფის დროს ის ამბობს: “შეანელეთ შეშლილო მძღოლებო, ვერ ხედავთ რომ ბავშვები მომყავს?”

“როგორი შესანიშნავი ცუგაა, იმედია დიდხანს არ იქნება უსახლკარო!”

“ხედავთ, ბავშვები გადადიოდნენ გზაზე და ამ მიკროავტობუსმა როგორ სწრაფად გამოიარა? თურმე ევროპაშიც ასე ხდება! ეს პატარა ძაღლი კი როგორი საყვარელია”.

Stray dog helps kids cross road in eastern European country of Georgia

CROSSING GUARD DOG: This very considerate stray pup has become an internet sensation after it helped a group of schoolchildren safely get across a busy street in Eastern Europe. https://abcn.ws/38qLed8

Posted by ABC News on ორშაბათი, 20 იანვარი, 2020

 

2. USA Today

უსახლკარო ძაღლმა ახალი მოწოდება იპოვა და გზაზე გადასვლის წესების დამცველი გახდა!

“იმედია მალე იპოვის მოსიყვარულე ოჯახს”, — წერს ერთ-ერთი მკითხველი.

Stray dog helps children cross the street

This stray dog has found its new calling as a crossing guard!

Posted by USA TODAY on ორშაბათი, 20 იანვარი, 2020

 

3. CBS News

ძაღლი გზის სადარაჯოზე: ეს ჭკვიანი ლეკვი მანქანებს უყეფს და საბავშვო ბაღის ბავშვების ჯგუფს გზაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება.

“საოცარი ამბავია, მაგრამ ცოტა სახიფათო ძაღლისთვის. უფრო იმიტომ, რომ ძაღლები ძალიან ქვემოთ არიან, მძღოლისთვის კი ნიშანი უფრო მარტივი დასანახი უნდა იყოს. თუმცა, იმ ფაქტს, რომ ეს ძალიან გონიერი ჯიშია, არ ვაკნინებ!”

“მეც მყავს ამ ჯიშის ძაღლი. თუკი გზაზე გადასვლის დროს მანქანა დაიძვრება, ის მათ უყეფს”, — წერენ მომხმარებლები ვიდეოზე, რომელსაც 170 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

Dog helps kindergarteners cross a busy street

CROSSING GUARD DOG: This smart pup helped a group of kindergarteners cross a busy street by barking at cars to stop and making sure the kids got across safely ❤️ https://cbsn.ws/2RaOqUv

Posted by CBS News on ორშაბათი, 20 იანვარი, 2020

 

როგორც ჩანს, ბათუმელი ცუგას პოპულარობის გრძელი გზა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება.

Comments

comments