NDI-ის 2019 წლის ბოლო კვლევის მონაცემებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს.
მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა, ყველაზე მეტი, 13% აფასებს. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მუშაობა ძალიან კარგად მხოლოდ 4%-მა შეაფასა, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კი ამ კრიტერიუმში მხოლოდ 1-1% აქვთ.