NDI: გამოკითხულთა 64% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

საქართველოში გამოკითხულთა 30% არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 % უარყოფითად. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში წერია.

რაც შეეხება პარლამენტს, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო ცუდად მუშაობს, მის საქმიანობას კარგად 23% აფასებს, 27% კი- საშუალოდ.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

Comments

comments