კახა კალაძე მოადგილეებს და მერიის სამსახურის უფროსებს აფრთხილებს

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაანონსა.

ამასთან, კალაძემ მოადგილეები, გამგებლები, მერიის შესაბამისი სამსახურები და მათი ხელმძღვანელები გააფრთხილა, რომ კორუფციის პრევენციაზე მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.

“მინდა, გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებით მაქსიმალური ყურადღება გაამახვილოთ კორუფციის პრევენციაზე, რათა რაიმე არ გამოგეპაროთ. პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება თქვენთვის ცნობილია რომ არავის არაფერი ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდში დავუდგებით, არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ვიქნებით ძალიან პრინციპულები. გვქონდა მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, მაქსიმალური ყურადღება იყოს ამ მიმართულებით, რომ პრევენცია მოხდეს და ყველანაირი პრობლემები თავიდან ავიცილოთ,”– განაცხადა თბილისის მერმა.

Comments

comments