იაპონიაში 1,000-მდე სწრაფი კვების ობიექტში ქართული კერძი გაიყიდება

იაპონიაში საქართველოს საელჩოს მიერ facebook-ზე გავრცელებული განცხადების მიხედვით, იაპონიაში ქართული კერძი – დაფასოებული შქმერული გაიყიდება. მას ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელი “მაცუია” გაყიდის.

“დღეიდან იაპონური სწრაფი კვების ქსელ მაცუიას ათასამდე ფილიალში გაიყიდება ქართული კერძი, შქმერული. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილიალში გამოაკრეს პოსტერი, რომელზეც დატანილია საქართველოს რუკა, დროშა და ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაცია”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

comments