თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 80 ახალი მანქანა შეემატა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები ირაკლი ზარქუა და მარიკა დარჩია, ასევე საკრებულოს წევრები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 80 ახალი მანქანის გადაცემის ცერემონიას დაესწრნენ.

სასწრაფო დახმარების მანქანები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თბილისის მერიამ გადასცა.

ღონისძიებას, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, თბილისის მერი კახა კალაძე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ თალაკვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც ცერემონიაზე განაცხადეს, განახლებული ავტოპარკი გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

Comments

comments