2020 წელს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე „ჰილტონის“ სასტუმრო გაიხსნება

დედაქალაქში საერთაშორისო ბრენდის „ჰილტონის“ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნება. „ჰილტონსა“ და შპს „კიტ 2016-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახალი 161-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულდეს.

სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ“-ი იალბუზის ქ. 17-ში აშენდება. სასტუმრო მოიცავს  მაღალი კლასის ბარ-რესტორანს, ფიტნესცენტრსა და 2 საკონფერენციო დარბაზს.

სასტუმროს მშენებლობას კოორდინაციას CMC Construction Management & Consulting-ი უწევს.

„ჰილტონის“ სასტუმროების ქსელი ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის დედაქალაქშია წარმოდგენილი. „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდის“ გახსნა კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რაც გულისხმობს კონტინენტის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში ბრენდის სასტუმროს წარმოდგენას. დღეისათვის თბილისში უკვე მიმდინარეობს ქსელის ორი სასტუმროს მშენებლობა. „ჰილტონ თბილისისა“ და „ჰილტონ გარდენს ინნ თბილისი ჭავჭავაძის“ გახსნა 2019-2020 წლებშია დაგეგმილი.

Comments

comments