ქუთაისში 100 ჰექტარ მიწის ფართობზე ეკონომიკური ჰაბის მშენებლობა უკვე დაწყებულია,-ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია “აიგრუპი” ავრცელებს.
“ელექტრომობილები, მზის პანელები, ელექტრომობილების აკუმულატორები,-ეს იმ ეკოპროდუქციის ჩამონათვალია, რომელიც ჩვენს ქარხნებში იწარმოება.
რამოდენიმე წელიწადში ქუთაისის ეს ადგილი, რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ჰაბად გადაიქცევა,”-აცხადებენ კომპანიაში.