მსოფლიო ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

გასული ათი წლის განმავლობაში მსოფლიო ოკეანის ტემპერატურამ, 1950-იანი წლების შემდეგ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელიც ჩინეთის ატმოსფეროს ფიზიკის ინსტიტუტის ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა.

კვლევის შედეგები ჟურნალ Advances in Atmospheric Sciences-ში გამოქვეყნდა.

ამ მონაცემებით, 2019 წელს ოკეანეში წყლის ტემპერატურამ ორი კმ-ის სიღრმეში 0,075 გრადუსით გადააჭარბა საშუალო ნიშნულს 1981-2010 წლების პერიოდში.

ამასთან, მსოფლიო ოკეანის დათბობა დაჩქარდა კლიმატის ცვილებებთან დაკავშირებით. ოკეანეების დათბობა, თავის მხრივ, უფრო ხშირად იწვევს წყალდიდობებს, გვალვას, ტყის ხანძრებს, ასევე ზღვის ძლიერ შტორმებს.

მეცნიერებმა თავიანთ კვლევაში გამოიყენეს ჩინეთის ინსტიტუტის ახალი მეთოდები, რომლებმაც შესაძლებლობა მისცათ გაემდიდრებინათ წყლის ტემპერატურის მონაცემები ორი კმ-ის სიღრმეში.

“მნივნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ სწრაფად მიმდინარეობს ეს პროცესი. ვისაც სურს ტემპერატურის გლობალური ზრდის ცოდნა, უნდა გაზომოს ზღვის დათბობა”, – განაცხადა, კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მინესოტაში წმინდა ტომასის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ აბრაჰამმა.

მისი თქმით, გლობალური დათბობა რეალური პროცესია, თუმცა კაცობრიობას შეუძლია მასზე გავლნა მოახდინოს და შეამციროს მისი ტემპები.

“ჩვენ შეგვიძლია უფრო გონივრულად გამოვიყენეოთ ენერგია და მისი მიღების წყაროს დივერსიფიცირება. ჩვენ შეგვიძლია ამ პრობლემის შემცირება”, – აღნიშნა მეცნიერმა. ამასთან მან მიუთითა, რომ მსოფლიო ოკეანეს სჭირდება ხანგრძლივი დრო, რათა ცვლილებებზე რეაგირება მოახდინოს.

Comments

comments