ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ლაშა ბექაური წლის აღმოჩენად დაასახელა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2019 წლის აღმოჩენად ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური დაასახელა. 19 წლის სპორტსმენი ოქტომბერში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა, რითაც წლის უკანასკნელ მასტერსზე გამოსვლის უფლება მიიღო.

ჩინეთში გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე ბექაურმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ნოელ ვან ტედტი, ვერცხლის პრიზიორი სანშირო მურაი და შარშანდელი ჩემპიონი ნიკოლოზ შერაზადიშვილი დაამარცხა. მასტერსის მოგებით ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიის რეიტინგში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს:

წლის იპონი: კოკორო კაგეურა V სირილ მარე – მსოფლიოს გუნდურის ფინალი

წლის მომენტი: დარია ბილოდიდის მიჯრით მეორე მსოფლიოს ჩემპიონობა

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ძიუდოისტი: მანუელ ლომბარდო

წლის ისტორიის შემქმნელი: კრისტა დეგუჩი და ჟორჟ ფონსეკა

წლის ოცნების შეხვედრა: უტა აბე V მაილინდა კელმენდი

წლის შეხვედრა: ჰიფუმი აბე V ჯოშირო მარუიამა – მსოფლიოს ნახევარფინალი

წლის მატჩი: საფრანგეთი V იაპონია

წლის სიურპრიზი: ალან კუვაბარას ჩემპიონობა ბრაზილიის გრან-სლემზე

წლის სიახლე: 360 გრადუსიანი კამერები.

Comments

comments