ვიდეო ►თბილისის საკრებულოს წევრებმა იჩხუბეს

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი და “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გიორგი დოხტურიშვილი.

დაპირისპირება გამოიწვია ლევან ხაბეიშვილის მოთხოვნამ, კომისიის სხდომა დაეტოვებინა ამავე კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ერეკლე კუხიანიძეს. დეპუტატებს შორის ხელჩართული ჩხუბი საკრებულოს დაცვის სამსახურმა განმუხტა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ერეკლე კუხიანიძეს უფლება არ აქვს, იყოს საკრებულოს წევრი მაშინ, როცა ტყვეობაში მყოფ ვაჟა გაფრინდაშვილს ის პროვოკატორს უწოდებს. თავად ერეკლე კუხიანიძე კი მიიჩნევს, რომ მას არაფერი დაუშავებია და არ აპირებს საკრებულოს დატოვებას.

ხელჩართული ჩხუბი საკრებულოში

ლევან ხაბეიშვილი 🆚 გიორგი დოხტურიშვილი

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2019

Comments

comments