აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით უზბეკეთი ტრანზიტული მატარებლის გაშვებას გეგმავს

2020 წლიდან უზბეკური კომპანია „უზბეკისტონ ტემირ იულლარი“ აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტრანზიტულ გადაზიდვებს იწყებს.

„საპილოტე ტარანზიტული საკონტეინეირო გადაზიდვები მომვალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება“, – ნათქვამია „უზბეკისტონ ტემირ იულლარის“ ოფიციალურ საიტზე.
როგორც უზბეკურ კომპანიაში აცხადებენ, შესაბამისი შეთანხმება ტაშკენტში 19-20 დეკემბერს, უზბეკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეთანხმდა ერთობლივი სატარიფო პოლიტიკაც და ჩამოყალიბდა საკორდინაციო კომიტეტი, რომელიც გადაზიდვების ლოჯისტიკაზე იქნება პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა „კაშგარი -ოში-ანდიჟანი-ფარაბი-პორტი თუქმენბაში- პორტი ალიაში- გარდაბანი- ახალქალაქი -ყარსის” მიმართულებაზე.

შეგახსენებთ, რომ ბაქო -თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2017 წლის ოქტომბერში დასრულდა. აღნიშნული მაგისტრალით ყოველწლიურად 6.5 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა და დაახლოებით მილიონამდე მგზავრის გადაყვანა იგეგმება.

Comments

comments