ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მოწყობა დასრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადისა და შიდა ტიხრების მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.

ასევე დასრულებულია სახურავის მოწყობა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ე.წ. მწვანე გადახურვის სამუშაოები და ღია ვერანდის მოწყობა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, პარალელურად სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი ხორციელდება, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. ამის შემდეგ ტერმინალი სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღიჭურვება.

უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ლანდშაფტის მოწყობა.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს შვიდი გასასვლელი (Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, შესაბამისად აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზრდება.

Comments

comments