საქართველოში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს

პრობლემები ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებით დღეს, დაახლოებით 12:00 საათისთვის დაიწყო და ამ დრომდე ინტერნეტის მიწოდება სრულყოფილად ვერ ხდება.

ძირითადად საუბარია „მაგთიკომის“ მომხმარებლებზე, რომლებსაც ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ. აღნიშნულს კომპანიაშიც ადასტურებენ.

„მაგთიკომში“ აცხადებენ, რომ საქმე გვაქვს მათგან დამოუკიდებელ, გლობალურ პრობლემასთან. დამატებითი დეტალები, რის გამო მოხდა ინტერნეტის მიწოდების შეფერხება, რა მასშტაბები აქვს პრობლემას და როდის აღდგება ინტერნეტის მიწოდება სრულად, მაგთიკომში ჯერჯერობით ვერ გვპასუხობენ.

რაც შეეხება ,,სილქნეტს” აცხადებენ, რომ მათ ინტერნეტის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონიათ.

Comments

comments