ბათუმში დაჭრილი პოლიციელი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ოთარ თავართქილაძეს ორი ჭრილობა ჰქონდა. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.

“აღენიშნება ორი ჭრილობა. ერთი კისრის და მეორე წვივის არეში. პერიფერიული ჭრილობა უმნიშვნელოა. კისრის არეში ჭრილობა იყო  ღრმა. პაციენტი იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია,” – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა და პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მოინახულეს.

Comments

comments