კიდევ ერთი მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს

სახელმწიფო ინსპექტორი ადასტურებს ფაქტს, რომ ლუკა სირაძის დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ თვითდაზიანება კიდევ ერთმა მოზარდმა მიიყენა.

“ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ 15 წლის ბავშვმა მიიყენა თვითდაზიანებები,” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის დაკითხვაზე გადაყვანის შემდეგ, სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანმა გოგონამ, თვითდაზიანებები მიიყენა.

მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.

ამ ფაქტს წინ უძღოდა “მწვანე სკოლის” ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლა განხორციელდა.

Comments

comments