ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთის სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა, რომ კომიტეტმა რეგლამენტის შესაბამისად 15 დღის ვადაში გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც კომიტეტმა შეისწავლა და დადასტურდა, რომ არის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაშია შესული. მისივე თქმით, საკითხს კომიტეტი ფორმალურად განიხილავს და შინაარსში არ შედის.

Comments

comments