“დღესაც საქმე მაქვს ისევ იმ მოსამართლეთა სიასთან, რომელიც უსამართლობას აკანონებდნენ”

“ჩემი პროფესია დავტოვე და პოლიტიკაში იძულებით წავედი, რომ უკეთესობისკენ შემეცვალა პროცესები ქვეყანაში და დღეს მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-8 წელს, საქმე მაქვს ისევ იმ მოსამართლეთა სიასთან, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს ძალადობრივ სისტემას ბეჭედს ურტყამდნენ და უსამართლობას აკანონებდნენ”

 “მე ადამიანური თვალსაზრისით, როგორც პოლიტიკოსმა და როგორც ქალმა ეს ყველაფერი იმიტომ გამოვიარე, მეგონა ღირდა ამად და შევძლებდი ამ პროცესების შეჩერებას ერთადერთი მიზნით, რომ დამთავრდეს კლანური მმართველობა და სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის გადარჩენის გზა გადის მართლმსაჯულებაზე”

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდება ცნობილი 20 კანდიდატიდან რამდენი და ვინ მოირგებს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის მანტიას,

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა დილიდან ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიმართება. თითოეულ კანდიდატს უზენაეს სასამართლოში განწესებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კანდიდატურა მოხსნა, თუმცა პროცედურების მიხედვით ზაზა თავაძეს კენჭს ფორმალურად მაინც უყრიან. ირკვევა, რომ დაამტკიცებენ არა ცხრამეტს, არამედ იმდენს, რამდენიც უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის ამ ეტაპზე აუცილებელია.

Comments

comments