“ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება”

ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც ია­რა­ღი და არც გვექ­ნე­ბა. არც ის დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს, რომ რე­გი­ო­ნი და­ვი­პყროთ, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ია­რა­ღი, რა­საც ჰქვია ცოდ­ნა, მეც­ნი­ე­რე­ბა, კულ­ტუ­რა – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­მეც­ნი­ე­რო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის სი­ტყვით მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად თავ­დაც­ვი­სა და ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ის ძლი­ე­რი ია­რა­ღი აქვს, რო­მელ­საც ცოდ­ნა, მეც­ნი­ე­რე­ბა და კულ­ტუ­რა ჰქვია.

„არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ჩვენ ვერ გა­ვი­ტა­ნოთ ჩვე­ნი კულ­ტუ­რა, იდენ­ტო­ბა, ცოდ­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. ეს ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა და მო­მა­ვა­ლია. ამი­თი ან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ვიქ­ნე­ბით მსოფ­ლი­ოს­თვის, ან არ ვიქ­ნე­ბით. ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც ია­რა­ღი და არც გვექ­ნე­ბა. არც ის დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი გვაქვს, რომ რე­გი­ო­ნი და­ვი­პყროთ, მაგ­რამ ჩვენ გვაქვს ის ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ია­რა­ღი, რა­საც ჰქვია ცოდ­ნა, მეც­ნი­ე­რე­ბა, კულ­ტუ­რა. ძა­ლი­ან მდი­და­რია რე­გი­ო­ნი ამ მხრივ: თა­ვი­სი რე­ლი­გი­ით, თა­ვი­სი არ­ქე­ო­ლო­გი­ით, თა­ვი­სი წარ­სუ­ლით და თა­ვი­სი მო­მავ­ლით. ყვე­ლა­ფე­რი იმით უნდა და­ი­წყოს, რომ ჩვე­ნი თა­ვის და­ვი­ჯე­როთ,“ – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

Comments

comments