ზუგდიდში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა. იქამდე, 2 ნოემბერს, იგივე საქმეზე შსს-მ კიდევ ერთი პირი დააკავა.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერს 40 აბი მეტადონი აღმოუჩინეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. სააგენტოს შსს-ში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ამოღებული ნარკოტიკის სახეობა ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

„გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება – შენახვას გულისხმობს.

Comments

comments