პარლამენტში დღეს ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელის კანონპროექტი დარეგისტრირდება

საარჩევნო სისტემის ახალი მოდელის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტს ოპოზიცია დღეს პარლამენტში დაარეგისტრირებს.

ოპოზიციის განცხადებით, გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.

რეგლამენტის თანახმად, დარეგისტრირების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად ბიუროს სხდომაზე გადაინაცვლებს, შემდეგ კი მასზე კომიტეტები იმსჯელებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აუცილებელია, რომ კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაეგზავნოს, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობა ამაზე უარს აცხადებს.

Comments

comments