მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი უშედეგოდ დასრულდა

თითქმის ექვსსაათიანი მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. მხარეებმა გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ მოახერხეს. „ქართული ოცნება“ მთავარ არგუმენტად საქართველოს კონსტიტუციასთან ამ მოდელის შეუსაბამობას ასახელებს და აცხადებს, რომ თემა დახურულია.

ოპოზიცია კი ისევ ქუჩის აქციებს აანონსებს. თუმცა ორივე მხარე მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვის შემთხვევაში, კონსულტაციებში ჩართვის მზადყოფნას გამოთქვამს.

გიორგი კობერიძე აშუქებს დილიდან შეხვედრას – რა განცხადებები გაკეთდა კონსულტაციების დასრულების შემდეგ და საინტერესოა, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

Comments

comments