ჰოლივუდი Adjaranet.com-ისა და Imovies.ge-ის მიერ ფილმების არალეგალური ჩვენებით შეშფოთებულია

Warner Bros-ის, Universal-ის, Sony Pictures-ის, Disney-ისა და ჰოლივუდის სხვა წამყვანი სტუდიების უფლებადამცველი ასოციაცია საქართველოში პირატული ფილმების რაოდენობით შეშფოთებულია.

Motion Picture Association of America-ს აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ოფისის პრეზიდენტმა სტენ მაკკოიმ საქპატენტის აღმასრულებელ დირექტორს, გენადი ლობჟანიძეს ოფიციალური წერილით მიმართა.

წერილში მაკკოი აღნიშნავს, რომ Motion Picture Association of America საქართველოსთან მიმართებით მთავარ პრობლემად მათი ასოციაციის წევრი სტუდიების პროდუქციის ინტერნეტ სივრცეში არალეგალურ გაშუქებას ასახელებს.

“მეკობრეობის შემცირება ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და აღსრულება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პრიორიტეტის მისაღწევად. საქართველოში adjaranet.com და imovies.cc უჩვენებენ MPA- ს წევრი კომპანიების ფილმებს მათი თანხმობის გარეშე, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა”, – ნათქვამია სტენ მაკკოის მიერ გამოგზავნილ წერილში.

Comments

comments