რაჭაში სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობა იგეგმება

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ახალი სამთო -სათხილამურო კურორტი მოეწყოს.  საუბარია მდ. რიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზე, რომელიც ამბროლაურის სივრცითი მოწყობის გეგმის მიხედვით, 10-ზე მეტ სამთო-სათხილამურო საბაგირო გზას იტევს. როგორც რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ამ ტერიტორიების შესაძლებლობებით დაინტერესება ფრანგმა ინვესტორებმაც გამოთქვეს.

„ჭუთხაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლენტეხსა და ამბროლაურის საზღვარზე არის სათხილამურო ტურიზმის განვითარების სერიოზული პერსპექტივა. ეს არის ამბროლაურიდან 18 კილომეტრში, ორი მესამედი ლენტეხის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და დანარჩენი ამბროლაურს.  სივრცითი მოწყობის გეგმაში სრულად არის მოცემული ამ მთის მასივის შესაძლებლობები.  ამჟამად შეთავაზებები დაწყებულია ბიზნესთან,  დაინტერესება არის ფრანგების მხრიდან და რამდენიმე ჯგუფი იყო ჩამოსული. კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერჯერობით არავისთან მიმდინარეობს, თუმცა რესურსი დადასტურებულია და მოწონებულია.“  – ამბობს რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

აქტიური სამთოსათხილამურო კლასტერი წარმოდგენილია  მდრიცეულას ხეობაში ჭუთხაროს მთის მასივის სამხრეთ კალთებზერომელიც მოიცავს 1700 ჰექტრამდე სამთოსაკურორტო ტერიტორიას, 10-ზე მეტ სამთოსათხილამურო საბაგირო გზას, 30-ზე მეტ სასრიალო ტრასას (საერთო სიგრძით 40 კმმდეკარგი სასრიალოკომერციული ბალანსითრომელიც ემსახურება ერთდროულად 10 000-მდე მოსრიალეს. – ნათქვამია ამბროლაურის სივრცითი მოწყობის დოკუმენტში.

Comments

comments