ბანგკოკის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისები დაინიშნა

ტაილანდური ავიაკომპანია Thai AirAsia X საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას იწყებს.

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის საჰაერო ხაზზე ფრენები 2019-2020 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, კერძოდ 25, 27-28, 29 დეკემბერს და პირველ, 2 და 6 იანვარს (ექვსი ფრენა) განხორციელდება.

პირდაპირი ჩარტერული რეისები Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება და საქართველოში ტურისტების ჩამოყვანაზე იქნება ორიენტირებული.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ტაილანდურ ავიაკომპანიას ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა თავდაპირველად ორ რეისზე მიენიჭა (21 ოქტომბერი). დამატებითი განაცხადის საფუძველზე კი, ოთხი რეისის შესრულებისთვის აუცილებელი ნებართვა 27 ნოემბერს გაიცა.

Comments

comments