Washington Post: საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიექანება

საქართველოში დემოკრატია კრიზისისკენ მიექანება. ადევნებს ამ ვითარებას ყურადღებას დასავლეთი? – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი გამოცემა Washington Post-ი.

გამოცემა ეხმიანება თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და წერს, რომ დასავლელი პარტნიორები ივანიშვილისგან საარჩევნო ცვლილებას მოითხოვენ.

“ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოლიგარქი-პოლიტიკოსი ივანიშვილი, შეეცადა ურთიერთობების დამყარებას რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

ივანიშვილმა კრემლის მიერ აპრობირებული მეთოდების ადაპტირება მოახდინა საქართველოში. მაგალითად, კრიტიკულ მედიაზე კონტროლის დამყარება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ბიზნესის შევიწროება.

ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს პრორუსულ პარტიებს. სექტემბერში მან პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაასახელა, რომელიც 2013 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო”, – წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა წერს, ივანიშვილი მოსკოვისთვის კომფორტულია.

“ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაის უდიდესი ნაწილის დასავლეთის ორიენტაციას უჭერს მხარს  და რუსეთს, როგორც მთავარ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს, ივანიშვილი მოსკოვის მიერ მიჩნეულია, როგორც კომფორტული კანდიდატი.

იგი ცდილობდა რუსეთის ინტერესების დაბალანსებას ვაშინგტონის ინტერესების წინააღმდეგ”, – წერს გამოცემა.

Washington Post-ი სტატიის დასასრულს აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დასავლელმა პარტნიორებმა ზეწოლა განახორციელონ ივანიშვილზე, რათა კრემლმა ამ რეგიონში დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიოს.

Comments

comments