იმიტომ გადავკეტეთ, რომ ცეცხლი არ დაანთონ – თუ გზებს გადაკეტავენ, დავშლით

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, თუ აქტივისტები ქუჩას გადაკეტავენ და მოქალაქეებს დისკომფორტს შეუქმნიან, შსს შესაბამის ზომებს მიიღებს. მინისტრი ბარიკადებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა რომ პარლამენტის მიდებარე ქუჩები რკინის ჯებირებით მოსახლეობის დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად გადაიკეტა.

,,იმიტომ გადავკეტეთ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს. დაიშლება აქცია. თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებებს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელს ქალაქს, რა უნდა ვქნათ, სახლში უნდა წავიდეთ?”, – განაცხადა გომელაურმა.

დღეს აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას აპირებდნენ, თუმცა პოლიციის მიერ, პარლამენტის ყველა მიმდებარე ქუჩა ჩაკეტილია და ბარიკადებით არის შემოსაზღვრული.

Comments

comments